დახურვა
სტილი
01.06.2021

მსახიობი ნანკა კალატოზიშვილი ეხმაურება განაჩენს, რომელიც მსახიობ გიორგი გიორგანაშვილის, ანუ ბახალას ერთ-ერთ საქმესთან დაკავშირებით დადგა. 

ის რეანიმობილის საქმეზე, რომელიც საქართველოში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების შემოტანის ორგანიზებას გულისხმობს, უდანაშაულოდ ცნეს. გიორგის 8 წელი აქვს მისჯილი და დღემდე საპატიმროშია ნარკოტიკული საშუალებების შენახვისა და შეძენისთვის.

ამ თემაზე ნანკას სტატუსს უცვლელად გთავაზობთ:

„რეანიმობილის საქმეზე უდანაშაულოდ ცნეს ბახალა. 20 წელს ტენიდნენ ამის გამო, გვიკიოდა ვინმე ვანო ზარდიაშვილი ეკრანიდან, ბოდიში მოიხადეთ, რომ იცავთ, ბრალი დაუმძიმდა და ახლა რას იტყვითო. ჰოდა, აქეთ მოიხადე, ვანო, ბოდიში! 8 წელი რაზედაც მიუსაჯეთ, ეგეც ვერ დაუმტკიცეთ, ყველა პოლიციელს გათიშული რომ ჰქონდა კამერა და აქეთ რომ ითხოვდა ბახალა ექსპერტიზას, რომელიც არ ჩაატარეთ. სამარცხვინოები ხართ მინიმუმ და თავად კრიმინალები რეალურად!!! ჩადებულია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2025 by Stily. All rights reserved
×