
როგორც ნაკრებისა და „ნაპოლის" ვარსკვლავი, ხვიჩა კვარაცხელია აცხადებს, მისი შემდეგი ოცნება მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლაა.
„რადგან ძალიან მაგარი გულშემატკივრობა იყო და აქაც ველოდით, რომ დაგვხვდებოდნენ. ალბათ, ჯერ კიდევ წინ არის ზეიმი.
შემდეგი ოცნება მსოფლიო ჩემპიონატზე თამაშია. ვეცდებით, რომ ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატზე ითამაშოს", - ამბობს ხვიჩა კვარაცხელია ერთ-ერთ სატელევიზიო ეთერში.