დახურვა
სტილი
11.07.2024

სერიალ „ჩცდ-ის" შეწყვეტის შემდეგ მსახიობი ლევან ყოჩიაშვილი ეკრანზე ძველებურად აქტიურად აღარ ჩანს. ბოლო თვეებია, ის მშობლიურ სახლში, დედოფლისწყაროში ცხოვრობს და ამ ადგილთან, გარდა ბავშვობისა და დიდი სიყვარულისა, საინტერესო სამომავლო გეგმებიც აკავშირებს.

მსახიობი ჟურნალ „თბილისელებს" ესაუბრა.

ლევან ყოჩიაშვილი: საზაფხულოდ განსაკუთრებული გეგმები არ მაქვს. დასვენებას არ ვაპირებ. დედოფლისწყაროში ვარ და შეიძლება ითქვას, რომ კარგა ხანია, ვისვენებ, იქიდან გამომდინარე, რომ სერიალი გაჩერებულია. ზამთრიდან მოყოლებული ასეა, ამიტომ აქტიური პერიოდი არ მაქვს. გახმოვანება - კი ბატონო, ამ საქმეს ვაკეთებ, სარეკლამო გადაღებებშიც ვმონაწილეობ, მაგრამ რაც შეეხება სერიალის გადაღებებს, დიდი შვებულება გამომივიდა.

მშობლიურ სახლში ხართ?

კი, უკვე კარგა ხანია, აქ ვარ.

ალბათ, ერთი მხრივ, კარგია კარგი დასვენება, თან მშობლიურ სახლში.

სინამდვილეში მე არ მიყვარს სიტყვა „დასვენება", მაგრამ ასე გამოვიდა (იცინის). მიყვარს, როცა სამუშაო მაქვს, მაშინ ვისვენებ და მაშინ ვგრძნობ თავს კარგად. პასიურ მდგომარეობაში ყოფნა არ მომწონს.

დედოფლისწყაროში როგორია ყოველდღიურობა, რით ხართ დაკავებული?

ეზოში ვსაქმიანობ, ვცდილობ, სახლს შევავლო ხელი. საქმე არ ილევა, სულ რაღაც არის მისახედი. ამასაც რომ დავანებოთ თავი, სასიამოვნოა მშობლიურ სახლში ყოფნა, იქ, სადაც გაიზარდე, სადაც შენი მშობლები ცხოვრობენ და მათ გვერდით ატარებ დროს.

სოციალურ ქსელში ფოტოები ვნახე, თქვენი სახლისა და ეზოსი იყო?

კი, ჩემი სახლია. ეს არის ჩემი ბებოსა და პაპას სახლი, სადაც გაიზარდა მამა, ბიძა. მერე ბებიამ მე მაჩუქა. მამაჩემმა ცოტა რეკონსტრუქცია გაუკეთა და ცვლილებები შეიტანა.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×