დღეს მოკლული ტრანსგენდერი ქალის, კესარია აბრამიძის მეზობელი, ელენე ნანობაშვილი მასზე საოცარ ისტორიას იხსენებს:
„კესო ჩვენი მეზობელი იყო დიდ დიღომში...
ხშირად მხვდებოდა მაღაზიებში, აფთიაქში...
ბოლოს ჯი პი სი ში შემხვდა...
რიგში ვიდექით ერთად, პენსიონერ ბებოს ფული აკლდებოდა, 3 დღის სამყოფი მაქვს,მერე რა ვქნაო ჩაილაპარაკა...
კესომ ფარმაცევტს უთხრა 1 თვის სამყოფი გაუმზადეთ ყველა წამალიო...
ადამიანი იყო...
კეთილი "ადამიანი"!!!", - წერს ელენე ნანობაშვილი.
ცნობისთვის, თბილისში, დიდ დიღომში ტრანსგენდერი კესარია აბრამიძე საკუთარ სახლში მოკლეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს.