ახალგაზრდა მუსიკოსი თემურიკო დიასამიძე თავის რჩეულთან, მარიანა აჩბასთან ერთად ინგლისს სტუმრობს.
წყვილი ლონდონის ქუჩებში პოზირებს. უახლეს ფოტოებს თემურიკო საკუთარ გამომწერებს სოციალურ ქსელში უზიარებს.
როგორც ყოველთვის, წყვილის ფოტოებს, ამჯერადაც, უამრავი დადებითი გამოხმაურება აქვს.
შეგახსენებთ, თემურიკო და მარიანა საზოგადოებისთვის კარგად ცნობილი ოჯახებიდან არიან - თემურიკო მუსიკოს ნიაზ დიასამიძის შვილია, მარიანა კი დიზაინერ მაკა ასათიანის დისშვილი.