დახურვა
სტილი
14.10.2024

„ნანუკა ჟორჟოლიანის შოუს" მორიგი ეპიზოდის სტუმარი ტელეჟურნალისტი მაია ასათიანი იქნება. გადაცემა ეთერში ოთხშაბათს გავა.

გადაცემის ანონსს მაია ასათიანი „ინსტაგრამის" საკუთარ გვერდზე აქვეყნებს. ვიდეოში მას წამყვანი ასე წარადგენს: „სამწლიანი პაუზის შემდეგ, მაია ასათიანის ეთერი".

თავად მაია ასათიანი გამოქვეყნებული ვიდეოს მონაკვეთში აღნიშნავს:

„რა წამსაც ხუთშაბათს საღამოს ეთერში აღარ ვიყავი, ტელეფონი გაჩუმდა. მარკესის ერთი მოთხრობაა: „პოლკოვნიკს არავინ სწერს", - გადამდგარ პოლკოვნიკზეა, რომელიც წერილს ელოდება, წერილი არ მოდის... ჩემს ამ მდგომარეობას ამას ვეძახდი - მაიას არავინ არ სწერს, როდესაც დამირეკავენ და მეტყვიან: რა მინდა გთხოვო, მე ვეტყვი: დიახ გისმენთ".

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2025 by Stily. All rights reserved
×