დახურვა
სტილი
02.06.2023

პიანისტი და ტელეწამყვანი თათია შარანგია სოციალურ ქსელში მის რჩეულთან, ჯარჯი თორაძესთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს და წერს, რომ 5 ივნისს ქორწინდებიან.

,,ჩემო საყვარელო მეგობრებო,

ალბათ გახსოვთ, თუ როგორ მინდოდა ჩემი დაბადების დღე თქვენთან ერთად აღმენიშნა… ვერ ვახერხებ.

ძალიან მტკივა გული, მაგრამ ვიცი მაპატიებთ, რადგან გიზიარებთ სასიხარულო და საპატიო მიზეზს. 5 ივნისს გვაქვს ქორწილი მე და ჯარჯის, ვიწერთ ჯვარს და ვაწერთ ხელს. ღმერთს ვთხოვ ეს სიყვარული იყოს მარადიული და ოჯახი კი ტრადიციული ღირებულებების მატარებელი.

თქვენთან შეხვედრას კი აუცილებლად მოვაწყობ და ბედნიერებას ვიზეიმებ თქვენთან ერთად… სულ მალე", - წერს თათია შარანგია სოციალურ ქსელში.

თათია შარანგია, რომელიც ჯერ 33 წლისაა, აქამდე უკვე ორჯერ იყო დაქორწინებული - პირველად ედუარდ შევარდნაძის შვილიშვილ ლაშა შევარდნაძეზე, ვისგანაც 2 შვილი ჰყავს და მეორედ კი ბიზნესმენ სანდრო შელიაზე, რომელთანაც 1 საერთო შვილი შეეძინა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×