სექტემბრის ბოლოს ლელა წურწუმიას ახალ სიმღერაზე კლიპს ვიხილავთ.
ვიდეორგოლის გადაღებები ახლახან მიმდინარეობდა.
ლელა წურწუმიამ და კახა მამულაშვილმა გადაღებებიდან უამრავი ვიდეო გაგვიზიარეს, სადაც ზაზა ორაშვილის, კლიპის რეჟისორის მუშაობაც ჩანს.
კახა მამულაშვილმა ახლახან კიდევ ერთი ვიდეო გამოაქვეყნა და რეჟისორს ლელას ფანების მუქარა შეუთვალა:
„თუ არ გამოვა კლიპი სექტემბრის ბოლოს, უკვე ფანები მემუქრებიან. ნუ დაიდებ ამ ცოდვას თავზე..."