დახურვა
სტილი
19.09.2023

17 სექტემბერს, გვიან ღამით, დიზაინერ, გიორგი მასხულიას სამი გოგო დაუპირისპირდა. ვიდეო სოციალურ ქსელში გავრცელდა. მოგვიანებით, ფაქტთან დაკავშირებით მასხულიამ პირადად დაწერა სოციალურ ქსელში.

რა მოხდა რეალურად და რამ გამოიწვია ინციდენტი, ამ თემაზე გიორგი „პრაიმტაიმს" ესაუბრა. „გადმოვდიოდი "მშვიდობის ხიდზე", ჩემთვის მოვდიოდი რომ ჩავმჯდარიყავი ტაქსიში. უცებ გავიგონე რეპლიკები, უწმაწური სიტყვები ვიღაც გოგოებისგან. მათთან ერთად იყვნენ ბიჭებიც, პატარა ასაკის. როგორც ვიცი, ეს დაჯგუფება თავს ესხმის ადამიანებს მეტროში, ძარცვავენ მაღაზიებს, პოლიციასაც კი ეჩხუბებიან, რა თქმა უნდა, ვუთხარი ქერა გოგოს, რომ გადაგიღებ ვიდეოს, თუ არ მორჩები ლანძღვას და გინებას-თქო.

თავდაცვის მიზნით, ვრთავდი ვიდეოს, რომ შეშინებოდათ, მაგრამ გამოიწიეს საჩხუბრად და საცემად. კი ნახეთ ვიდეოც, რომ ვეცადე თავი დამეცვა. ამასობაში, პატრულმა გამოიარა, გავაჩერე და ვთხოვე, დაეკავებინათ ისინი, აგრძელებდნენ ჩხუბს, ლანძღვას, გინებას, არც კი მოერიდათ პატრულის.

იმ დღეს არ დავწერე განცხადება და დაბარებული ვარ ხვალ. ადვოკატთან ერთად მივდივარ და იმედი მაქვს, რომ სათანადო ზომებს მიიღებენ",- ამბობს გიორგი მასხულია.

წყარო: პრაიმტაიმი

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×