დახურვა
სტილი
08.07.2024

"ეს ამბავი 27 ივნისს, თბილისში მოხდა. ტროტუარზე მიმავალმა მახო პარკაძემ დაინახა, რომ მტკვარში ბიჭი იხრჩობოდა. ბევრი არ უფიქრია, წყალში გადაეშვა, ბიჭთან მიცურდა და გადაარჩინა. მაშველები სწრაფად მივიდნენ, მაგრამ მათი მისვლის დროს ბიჭი უკვე სამშვიდობოს იყო.

ძალიან მინდოდა რამე პოზიტივი და ამაზე უკეთესი რა იქნებოდა. ვიდეო თვითმხილველებმა გადაიღეს. კომენტარებში ამოყვანის მომენტის ამსახველი ვიდეოებიცაა.

სალომე ზურაბიშვილი საფრანგეთში მსგავსი როცა მოხდა, თავად ემანუელ მაკრონმა დააჯილდოვა მოქალაქე, იქნებ ამ ბიჭის დაჯილდოებაზე გვეფიქრა" - ამის შესახებ ლაშა ბერულავა სოციალურ ქსელში წერს და ვიდეოს აქვეყნებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×