დახურვა
სტილი
09.07.2024

„საქართველოა" - ასე ჰქვია ჯგუფი „მგზავრების" სიმღერას, რაც სპეციალურად საქართველოს საფეხბურთო ეროვნული ნაკრებისთვის დაიწერა.

„მგზავრების" მთავარი სოლისტმა გიგი დედალამაზიშვილმა სიმღერის შესახებ ისაუბრა.ცნობისთვის, იგი ფეხბურთელების სამშობლოში დაბრუნების შემდეგ, მათი წარმატებული ასპარეზობის აღსანიშნ დახურულ წვეულებაზეც იმყოფებოდა, სადაც აღნიშნული სიმღერაც შეასრულა.

„სიმღერის ჩანასახები გვქონდა, მაგრამ ვფიქრობდით გამოგვეშვა თუ არა, ზოგადად საქართველოზე სიმღერა რთულია. როდესაც 26 მარტს ბიჭებმა გაგვახარეს მივხვდით, რომ ეს სიმღერა უნდა გამოგვეშვა და მიგვეძღვნა ბიჭებისთვის. მე ამ ბიჭებმა ბავშვობის ოცნება ამისრულეს," - ამბობს გიგი დედალამაზიშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×