დახურვა
სტილი
10.07.2024

ქართველი სპორტსმენი, ლევან გორგაძე, იგივე ტოჩინოშინი გადაცემის „ნოესთან" სტუმარია, რომლის ეთერშიც პირველი შვილის შესახებ საუბრობს.

ლევანის თქმით, შვილი 7 წლის მანძილზე მხოლოდ ორჯერ ჰყავს ნანახი, რადგან ყოფილ მეუღლესთან არც თუ ისე კარგი ურთიერთობა აქვს.

"ჩემი შვილი უჩემოდ იზრდება. ისე მოხდა, რომ პირველ მეუღლეს დავშორდი. უკვე 7 წლის ხდება და ორჯერ მყავს მხოლოდ ნანახი. ალბათ ყველაზე მეტად მას ვაკლივარ. ყოფილ მეუღლესთან არ მაქვს ის ურთიერთობა, რომ შვილი მოვინახულო ხოლმე. ვეტყოდი, რომ ძალიან მიყვარს და მოვა ის დრო, როდესაც ყველაფერს ავუნაზღაურებ...", - საუბრობს ლევან გორგაძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×