დახურვა
სტილი
10.07.2024

ბოლო დღეების ეროვნული ნაკრების გამარჯვებებით განცდილი სიხარული და გიგი დედალამაზიშვილის ჰიტად ქცეული სიმღერა „საქართველო", რომელსაც დღეს ყველა მღერის - მომღერალი „დღის პოსტის" სტუმარი იყო.

მომღერალმა ემოციურად ისაუბრა „საქართველოს" შექმნის ისტორიაზე და თქვა, რომ ამ სიმღერის შექმნა ეროვნული ნაკრების ბიჭებს უკავშირდებათ:

მომღერალი ამბობს, რომ რთული და საპასუხისმგებლოა იმღერო სამშობლოზე:

„რთულია საქართველოზე იმღერო, იმდენად ბევრი განსაკუთრებული სიმღერა გვაქვს, რომ იმღერო სამშობლოზე - რთული და საპასუხისმგებლო თემაა... ამ სიმღერის შექმნის მუზა, ბიჭები იყვნენ, როცა ბიჭებმა განსაკუთრებით გაგვახარეს, გადავწყვიტეთ მიგვეძღვნა მათთვის.

თავიდან მეგონა კლიპი არავის მოეწონა, დღე ნახევარი მაგრად ვინერვიულე... არ ვიცოდი მაშინ ბიჭებმა მოისმინეს თუ არა, რომ ჩამოვიდნენ ბიჭები, ჩვენთან მოვიდნენ თეატრში და სწორედ იქ ვუმღერეთ „საქართველო"... ამ ფეხბურთელებზე მეტად მე არავინ არ მიყვარს..." - ამბობს მომღერალი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×