დახურვა
სტილი
11.07.2024

მომღერალი ირმა სოხაძე წლებია, სასურველ წონას ინარჩუნებს, გადასარევად გამოიყურება და სულ ფორმაშია. გინდ დაიჯერეთ, გინდა არა, მას ამისთვის არც მტანჯველი დიეტების დაცვა უწევს, არც კოსმეტიკური პროცედურების ჩატარება და არც სილამაზის სალონებში ხშირი ვიზიტი. მისი ახალგაზრდობის, ფორმაში ყოფნისა და ხიბლის მთავარი საიდუმლო, მისსავე ხასიათსა და იმ ყოველდღიურ თავის მოვლის მარტივ რუტინაშია, რომელსაც სახლის პირობებში აკეთებს და რომლის შესახებაც ჟურნალ „თბილისელებს" ესაუბრება.

ირმა სოხაძე:

სახლის პირობებში ჩემით გადასარევად ვიწესრიგებ ფრჩხილს, ვიკეთებ მანიკიურ-პედიკიურს და თმასაც ჩემი ხელით ვიღებავ. მაგალითად, თუ ზღვაზე მივდივარ დასასვენებლად, შეიძლება, წავიდე სალონში და პედიკიური პროფესიონალს გავაკეთებინო. თუ არა და, მეც საკმაოდ ოსტატურად ვაგვარებ ამ საქმეს. არ მცალია არასოდეს თმის შესაღებად და ფრჩხილების დაგრძელების გამო სალონში საათობით ვიჯდე. ასე რომ, მთელი ცხოვრებაა, თმას თავად ვიღებავ, სალონში არასდროს შემიღებავს. ბევრი მეუბნება, თმა რა კარგ ფერზე გაქვსო. ვიცი, როგორ შევიღებო ძირები სხვა საღებავით და დანარჩენი თმა - სხვა ფერით. ამ საქმეს სკრუპულოზურად არ ვუდგები, თმას მარტივად და ადვილად თვე-ნახევარში ან ორ თვეში ერთხელ ჩემით ვუვლი და ვიღებავ. ბევრი ჭაღარაც არ მაქვს და ამისთვის მადლობა გენეტიკას. არადა, ყველას ჰგონია ათასგვარ პროცედურას ვიტარებ კანზე, თმასა და ტანზე, მაგრამ ასე არაა.

წლებია, ერთ წონაზე ხართ და არაჩვეულებრივ ფორმაში. ამის საიდუმლო ვარჯიშია, განტვირთვის დღეები, დიეტები თუ ჯანსაღი და სწორი კვება?

წონის შენარჩუნება-დაკლებაში პროფესორი ვარ და კარგი მრჩეველიც (იცინის). როგორც მე ვინარჩუნებ წონას, ისე შეინარჩუნებს ნებისმიერი ადამიანი, თუ დამიჯერებს მე კი არა, ნუტრიციოლოგებს, რომლებიც გვეუბნებიან, რომ ტკბილი საერთოდ ამოვიღოთ რაციონიდან. შაქარი არ უნდა გავიკაროთ, სჯობს, თაფლითა და ხილით ჩაანაცვლოთ და ასე მიიღოთ ფრუქტოზა და გლუკოზა. რაფინირებული შაქარი რომ შხამია, ამაში დავრწმუნდი. ვისაც მაღალი ქოლესტერინი აქვს და ცხიმების შემცირებას აპირებს, ეს სულ არ არის აუცილებელი, უნდა შეამციროს ნახშირწყლები. როგორც კი პურეულსა და ტკბილეულს ამოიღებთ რაციონიდან, წონის შენარჩუნება-კლება არ გაგიჭირდებათ. ეს ჩემი პირადი დაკვირვებაა. სამი-ოთხი წლის წინ, როცა 65 კილოს გავცდი, ვიწრო სამოსში ჩემი თავი არ მომწონდა. ამიტომ, გამოვიმუშავე და ბოლო სამი წელია, მთლიანად ავიკრძალე პურეული, ცომეული და ტკბილი, დამთავრდა ჩემი წვალება. ისე ჩამოვედი 62 კილოზე, ვერც გავიგე, მეტი აღარც მინდა დავიკლო. ასევე, ბოლო ერთი წელია, ინტენსიურად ვცურავ აუზზე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×