მსახიობი ნანკა კალატოზიშვილი კესარია აბრამიძის მისამართით მოხდილი ბოდიშის შესახებ კიდევ ერთ განმარტებას აკეთებს.
მისი თქმით, საზოგადოება წლების წინ ჩაწერილ გადაცემაზე, სადაც ნანკა სტუმარს მისთვის მიუღებელ კითხვებს უსვამდა, სამართლიანად არის აღშფოთებული. თუმცა, მომხდარს თავადაც განიცდის და იმაზე მეტად ნერვიულობს, ვინც კრიტიკისთვის ახლა მოიცალა.

"დიდი ამბავი ატეხილა ჩემს ბოდიშზე. მე კი წლებია მაწუხებს ეგ გადაცემა და თქვენ ეხლა რატომ გაგახსენდათ და შეგაწუხათ, ეგ ნამდვილად საინტერესოა.
ჩემზე მეტად არ მგონია ვინმე განიცდიდეთ ამ ამბავს და არც წლების მერე სინანული იყო ჩემი პოსტი. ამაზე ყოველ ნახვაზე ველაპარაკებოდი, მე მგონი უკვე ვაწუხებდი კიდეც15 წელი ამის გახსენებით. ასე რომ, როგორც არ უნდა მწყევლოთ და მლანძღოთ, იმაზე მეტად ვერ მატკენთ, ვიდრე მე ვატკინე საკუთარ თავს.
პ.ს. მიხარია თუ დღეს რეალურად განიცდით ვინმე ჩემს ძალიან ცუდ საქციელს და გეშლებათ ამაზე ნერვები. მართლები ხართ და გისურვებთ ყოველთვის ესე იცავდეთ ადამიანებს უსამართლობისგან," - წერს კალატოზიშვილი."