პოეტი გელა დაიარი წლების წინ გარდაცვლილ შვილის, ჯარჯის და მეუღლის, თეონა ქუმსიაშვილის ფოტოს აქვეყნებს.
დღეს მისი შვილი 15 წლის გახდებოდა:
„უკვე 15- ის", - წერს გელა დაიაური.
2010 წლის 22 ივლისს მუცოს ხეობაში დატრიალებულმა უბედურმა შემთხვევამ მთელი საქართველო შეძრა - „ჯიპის" ტიპის ავტომანქანა, რომელშიც 10 ადამიანი იმყოფებოდა, ხრამში გადავარდა, რასაც 7 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა - პოეტის გელა დაიაურის მეუღლე, მუსიკოსი თეონა ქუმსიაშვილი და წყვილის ორი ვაჟი, დემეტრე და ჯარჯი, დაიაურის მეჯვარე ბერდია არაბული ოჯახით და გელა დაიაურის ცოლის და.