დახურვა
სტილი
02.10.2024

მომღერალი ლელა წურწუმია საავტორო გადაცემაში „მხოლოდ ლელასთან" საკუთარი შვილის, მარიკოს შესახებ ემოციურ ისტორიებს ხშირად ჰყვება.

გადაცემის გასულ ეპიზოდში, რომელსაც მსახიობი ეკა დემეტრაძე სტუმრობდა, და გადაცემის წამყვანი და სტუმარი შვილებთან მიმართებით სინანულზე საუბრობდნენ, ლელა წურწუმიამ მარიკო მამულაშვილთან დაკავშირებით მორიგი ამბავი გაიხსენა:

„მეგობარი მესტუმრა, მას ჩემი ერთ-ერთი ჩემი სუნამო ვაჩვენე და მივაპკურე, მარიკოც იქ იჯდა, რომელმაც უცებ მითხრა: „დედა, ეს იცი რომელი სუნია? მე რომ მენატრებოდა დე, მე რომ მეძინა და შენ რომ ღამე მოდიოდი და მე რომ არ ვიცოდი, შენ რომ იყავი მოსული... როგორც კი გავიღვიძებდი და ამ სურნელს გავიგებდი, ვკითხულობდი - დედა იყო მოსული?" - თქვა ლელა წურწუმიამ და აღნიშნა: „მე მივხვდი, რომ ეს ჩემი შვილის სუნია, ეს ჩემი მარიკოს ბავშვობაა".

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×