
დღეს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ტარდება. საზოგადოების უდიდესი ნაწილი საარჩევნო უბნებზე მისვლას და საკუთარი არჩევანის დაფიქსირებას ცდილობს.
აღნიშნულთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელში პოსტს მუსიკოსი ნიკოლოზ რაჭველი აქვეყნებს და წერს, რომ სურს მოქალაქეებმა კონფორმიზმსა და კომპრომისების ვალდებულებით სავსე კეთილდღეობაზე მაღლა, სამშობლოს აწმყო და მომავალი დააყენონ.
„იცით როგორ დროს მინდა მოვესწრო ვიდრე ამ ქვეყნიდან იმ ქვეყნად გადავინაცვლებ? ეპოქას, რომელშიც ჩემი თანამოქალაქეების უდიდესი უმრავლესობა, მათ შორის ჩემი ახლობლების და უბრალოდ ნაცნობების სრული უმრავლესობა პირად გარანტიებსა და კონფორმიზმის ან კომპრომისების ვალდებულებით სავსე კეთილდღეობაზე მაღლა დააყენებს სამშობლოს აწმყოსა და მომავალს...", - წერს ნიკოლოზ რაჭველი.