დათო ფორჩხიძის მომღერალი ქალიშვილი, ნანუკა საფრანგეთში გაემგზავრა სასწავლებლად. როგორც ჟურნალ „თბილისელებთან" ამბობს, თავიდან მასაც და მისი ოჯახის წევრებსაც, ძალიან გაუჭირდათ მის გამგზავრებასთან შეგუება:
„მამა ყველაფერში მხარს მიჭერს და წამოსვლამდე ამ საკითხშიც მხარს მიჭერდა, თუმცა რომ ჩამოვედი, რაღაც მომენტში ისე ინერვიულა, ყოველდღე მირეკავდა. მეც ძალიან გამიჭირდა, ის ჩემი საუკეთესო მეგობარია, მაგრამ მერე წამოვიდა ტექსტები, იქნებ ჩამოხვიდე და მე გაგიკეთო ყველაფერი, რაც დაგჭირდებაო. მეც და მამასაც ძალიან გაგვიჭირდა. მით უმეტეს, რომ იცოდა, ძიებაში ვიყავი და ზუსტად არ ვიცოდი, სწავლის გაგრძელებას სად ვაპირებდი. ახლა, ყველაფერი რომ ასე აეწყო, ძალიან გახარებულია, მხარს მიჭერს და თუ რამე ვერ გავიგე, ონლაინ მამეცადინებს"