მაკა ძაგანია ჟურნალ „სარკეს" უმხელს, როგორ ცხოვრობს ქალაქგარეთ და უვლის ვენახს თავის მეუღლესთან ერთად.
როგორც მაკა აღნიშნავს, მეუღლესთან ერთად ათი წლის გეგმები აქვს დაწყობილი იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ ექნება ბიო ღვინის მეურნეობა, რომლის გაფართოებასაც აპირებს.
მსახიობი ამბობს, რომ მეუღლესთან ერთად ვენახში მუშაობა დიდი სიამოვნებაა:
„ბუნებრივია, ამდენმა საერთო ინტერესმა და ცხოვრების სტილის შეცვლამ უფრო დაგვაახლოვა ერთმანეთს. ჩემმა მეუღლემ რამდენჯერმე მითხრა კიდეც, ყველაზე მეტად მიყვარს, როდესაც ვენახში შენ შემოდიხარო. ვენახში როცა ვმუშაობთ, თან ვერთობით, თან ვსაუბრობთ. როცა ბევრი საერთო ინტერესი გაქვთ, ეს ცოლ-ქმარს უფრო აახლოებს...
ფიზიკურ შრომასთან შეგუება ნამდვილად გამიჭირდა. ელემენტარულად, როდესაც ბოსტანში ასი ჩითილი გაქვს დასარგავი, გიწევს, ასჯერ ჩაიკუზო და ასჯერ გაიმართო წელში. ძალიან დამღლელია ეს, მაგრამ იმდენად სასიამოვნოა, ყველაფერი გავიწყდება..."