დახურვა
სტილი
20.11.2024

მსახიობი ნანკა გვარი სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს, სადაც საკუთარ მენტალურ მდგომარეობაზე წერს. ნანკა ფსიქოლოგიური პრობლემების გამომწვევ მიზეზს არ ასახელებს, თუმცა ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ იგი რჩეულს ასევე მსახიობ ბუბა ჭოღოშვილს დაშორდა:

„ყველაზე დიდი რაც ვისწავლე წელს, არის ის ერთი რამ, რაც მთელი ამ ჩემი 26-წლიანი ცხოვრების ტოლფასია. როდესაც ამ ტექსტს ვწერ ვკანკალებ, მაგრამ ეს ის კანკალი აღარ არის, რომელიც მიწისძვრასავით მინგრევდა საყრდენს სულში. ეს ის ბედნიერების ფეიერვერკია რომ ცოცხალი ვარ, ჩემს თავზე ვიმარჯვებ და გამომყავს საკუთარი თავი ჩემივე მომწამლავი გონების ტყვეობიდან. ამაზე დიდი სიამაყის შეგრძნება არ არსებობს! ყველა ტკივილს ძალად ვაქცევ, ყველა დაცემას გამოწვევად ვიღებ და სასწაულების ისევ დავიჯერე! ჩემი თავი თავიდან გავიცანი, შევიყვარე და ვაიძულე თავს, მჯეროდეს მისი!

მადლობა სამყაროს, რომ ყოველი ღრუბლის უკან მზის სხივი მოჩანს. მადლობა მეს, რომ მაცადა ცუდად ყოფნა იმისთვის, რომ მივმხვდარიყავი რა მაგარია კარგად ყოფნა. და შენ , იცოდე, შენი თავის ყველაზე დიდი საჩუქარი ხარ და გამოიყენე ეს შანსი რომ ამ სამყაროს მოევლინე! ყოველი შენი უძლურობის შეგრძნების უკან, დგას შენი ძლიერი მე და შენი ერთგული ადამიანების ჯარი! ამოიღე ხმა! იყვირე! თუ გტკივა იტირე! მაგრამ დახმარების ხელს არასდროს შეაქციო ზურგი! შეეცადე ყველას დაეხმარო რთულ მომენტში და სამყაროც დაგიხატავს ლამაზ გზას.

უიმედო სიტუაციები არ არსებობს, არსებობს რთული პერიოდი, რომელიც ტრამპლინია ახალი უზარმაზარი, ცისარტყელებით და შოკოლადით სავსე მინდორში მოსახვედრად. როგორც კი იწამებ რომ ეს ცხოვრება განძია, სამყარო ბევრ საჩუქარს გამოგიგზავნის. და ნუღარასდროს გაუბედავ საკუთარ თავს ეს ცხოვრება ეჭვქვეშ დააყენოს.

შენ ამ დედამიწის და გალაქტიკის, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილი ხარ. და ამ სამყაროში რაღაც დიდი მისია გაკისრია, იმისთვის რომ შეცვალო რაღაც, უბრალოდ შენი არსებობით! შენი თავის იწამე! შენ ყველაფერს შეძლებ, აი ამ წუთიდანვე შეძლებ, თუ მოიმდომებ! და მეტსაც გეტყვი, შენ შეგიძლია უკეთესობისკენ შეცვალო სხვების ცხოვრება. და ეს რამხელა ძალაა?! შენ ერთადერთი ხარ ასეთი.

პ.ს. მადლობა ჩემს ოჯახს და ჩემს მეგობრებს, რომ მაშინაც სჯერათ ჩემი, როცა ყველაზე ბნელ ცხოვრების პერიოდებს გავდივარ“, - წერს ნანკა გვარი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×