მომღერალი ნუცა თოფურია იუბილარია. მან საკუთარი დაბადების დღე სიმბოლურად აღნიშნა რუსთაველის გამზირზე, იქ, სადაც უკვე მეშვიდე დღეა საპროტესტო აქციები მიმდინარეობს.
„დღეს ჩემი დაბადების დღეა!
მე და ანასტასია პირველი კლასიდან ერთ მერხზე ვისხედით, ახლა ჩვენი საოცარი ქვეყნისთვის ვიბრძვით, აქაც ერთად!
საქართველო იყო, არის და იქნება ევროპა!“, – წერს ნუცა თოფურია საკუთარ „ინსტაგრამ“ გვერდზე.
მანამდე, რამდენიმე დღით ადრე, მომღერალმა გაავრცელა პოსტი, რომელშიც წერდა, რომ საქართველოში მიმდინარე მოვლენების გამო, დაბადების დღის გრანდიოზულად გადახდა, როგორც ეს თავად ჰქონდა დაგეგმილი, გადაიფიქრა.