დახურვა
სტილი
16.09.2023

ქართველებს ჩვენი ჰალკი გვყავს - დიდი, კეთილი და მხიარული მკლავჭიდელი, ლევან საგინაშვილი. ცოტა ხნის წინ მან მნიშვნელოვანი არჩევანი გააკეთა - დაინიშნა. როგორ განვითარდა ლევან საგინაშვილის კარიერა, ვინ არის მისი რჩეული და როდის გეგმავს ქორწილს, ამაზე სპორტსმენმა „კვირის პალიტრასთან" ისაუბრა.

"ახლახან დავინიშნე. ჩემი რჩეული ლელა ჯამასპიშვილია. ჰოდა, ჩემი ნიშნობის ბეჭდის გამო ცუდ დღეში აღმოჩნდნენ ლელას მშობლები. რაც ოქრო აქვთ ოჯახში, სულ უნდა გადაადნონ, რომ ჩემთვის ბეჭედი დაამზადებინონ. ლელა 32 წლისაა, რუსთაველია. ერთმანეთს უნივერსიტეტიდან ვიცნობდით.

მარტო ოჯახში კი არა, სანათესავოსა და საგვარეულოშიც ყველაზე დიდი ზომის­ ვარ. რატომ გამოვედი­ ასეთი, არ ვიცი. გენეტიკურად ამხელა არავინ მყავს. მაგალითად, მამაჩემი 1,75 სანტიმეტრია, ჩემი ძმაც." - ამბობს ლევან საგინაშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×