დახურვა
სტილი
22.05.2023

როგორი იქნება მიმდინარე კვირა ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის, ამის შესახებ ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი საუბრობს და რჩევებს და გაფრთხილებებს გვაძლევს.

ვერძი - ამ კვირაში შესაძლოა მალე გამოვიდნენ მდგომარეობიდან, შესაძლოა შეექმნათ იურიდიული პრობლემები. ფეიკ ნიუსების ალბათობა არის ამ კვირაში მაღალი, თქვენი მოტყუების შანსი მოიმატებს და იყავით ფრთხილად. კურო - ენერგოტონუსი მაღალია და არ უჩივის შრომისუნარიანობას, მაგრამ შესაძლოა დადგნენ ღალატის წინაშე, როგორც პარტნიორთან, ასევე სამსახურში. ზოგიერთ შემთხვევაში შესაძლოა ფინანსურმა პრობლემებმა იჩინონ თავი. ჯანმრთელობასთან დაკავშირებით არ აქვთ არანაირი პრობლემა.

ტყუპები - მზე გადავიდა ტყუპების ზოდიაქოს ნიშანში 1 თვით. რასაკვირველია ახლა მათთვის იწყება კარგი პერიოდი. არ გათქვათ თქვენი გეგმები, ასევე შესაძლოა სამსახურში უფროსებთან შეგექმნათ პრობლემა და იყავით დიპლომატიურები.

კირჩხიბი - ახლა უნდა დაამუხრუჭოთ, ენერგოტონუსი მიდის დაბლა. გჭირდებათ გამოძინება, ფარული მტრები, ჭორები და ინტრიგები იჩენენ თავს. ასევე ნათესავებს შესაძლოა თქვენი ფინანსური მხარდაჭერა დასჭირდეთ. ოპტიმიზმით გაიარეთ ეს პერიოდი.

ლომი - ენერგია გემატებათ, ხდებით უფრო ოპტიმისტები, მაგრამ გაქვთ ზღვარგადასული ფანტაზიები. გაქვთ კარგი შანსები, მაგრამ ეცადეთ არ დაეყრდნოთ ილუზიებს.

ქალწული - შრომისუნარიანი და ენერგიულია, დაავალეთ რაც გინდათ, მაგრამ მატულობს სულსწრაფობა და შესაძლოა, ჰქონდეს დაძაბულობა კოლექტივთან.

სასწორი - გაქვთ ფინანსური პრობლემები და გაქვთ ჯარიმების მიღების ალბათობა. ჯანმრთელობა ინარჩუნებს სტაბილურობას.

მორიელი - მაქსიმალური ყურადღება მართებთ, თქვენი ენერგოტონუსი მცირდება. პრობლემები შესაძლოა გქონდეთ როგორც საქმიან პარტნიორთან, ასევე მეორე ნახევართან, ამ ყველაფერმა კი შესაძლოა მიგიყვანოთ სასამართლო დავამდეც.

მშვილდოსანი - ენერგოტონუსი უმჯობესდება, მაგრამ გამოჩნდებიან შურიანები ბოღმიანი ადამიანები და შესაძლოა გამოიწვიონ პრობლემები. ამიტომ იყავით ფრთხილად.

თხის რქა - ხდებიან ძალიან ეგოისტები, აგრესიულები და აქვთ სურვილი დიქტატორები გახდნენ, ამიტომ იყავით ფრთხილად. მოერიდეთ ახალ სასიყვარულო ურთიერთობებს, რადგან ეს ურთიერთობა მალევე დასრულდება.

მერწყული - ენერგოტონუსი უმჯობესდება, კონტაქტურიც ხდება, მაგრამ პირად ურთიერთობები შესაძლოა დაიძაბოს. გადაამოწმეთ ყველა ინფორმაცია, არ აიღოთ სესხი და არ დააბანდოთ ფული.

თევზები - მაქსიმალური ტაქტის გამოჩენა გმართებთ ნათესავებთან. ამ კვირაში არ გადაწყვიტოთ მემკვიდრეობითი საკითხები. ენერგოტონუსი მცირდება და გაუფრთხილდით მაქსიმალურად ჯანმრთელობას. დაეყრდენით თქვენ ინტუიციას, რაც მოგცემთ საშუალებას რთულ სიტუაციას აუაროთ მხარი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×