დახურვა
სტილი
12.09.2023

2023 წლის 15 სექტემბერს ახალი მთვარე იქნება. ასტროლოგების თქმით, ბევრი ადამიანი ამ დღეს მნიშვნელოვან ცვლილებას იგრძნობს. ახალი მთვარე ქალწულის ნიშანშია. ქალწული კი ყველას უბიძგებს, ყურადღება გეგმებისა და სამუშაოს განხორციელებაზე გაამახვილოს. იგი შეეცდება, სხვადასხვა მიმართულებით გარკვეული სტაბილურობა შემოიტანოს, ყველაფერი დაგეგმოს და წინასწარ გაითვალისწინოს. ამიტომაც, ნუ გაგიკვირდებათ, თუ ახალი მთვარის დღეს გაგიჩნდებათ სურვილი, თქვენს გეგმებზე იფიქროთ, განსაზღვროთ, რისი გაკეთება გსურთ და გჭირდებათ. ასტროლოგების თქმით, ეს შესანიშნავი პერიოდია, რომ დასხდეთ და სამომავლო საქმეების შესახებ ჩამოწეროთ. გადახედოთ თქვენს ახლანდელ ურთიერთობებს. ჯანსაღად შეაფასოთ ყველა ადამიანი, მოვლენა, თუ ფაქტი და მიიღოთ გადაწყვეტილება, რომ ტოქსიკურ ურთიერთობებსა და სამუშაო გარემოს საბოლოოდ დაემშვიდობოთ.

ასტროლოგების კიდევ ერთი მინიშნებაა - 14 სექტემბრიდან 16 სექტემბრის ჩათვლით შესაძლოა, სრულიად მოულოდნელი და დაუგეგმავი შეხვედრა შედგეს, ან კიდევ რაღაც მოხდეს ისეთი, რასაც არ ელოდით. ამავე პერიოდში განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ სიზმრებს. შესაძლოა, მათ წინასწარმეტყველური შინაარსი ჰქონდეს და გარკვეული მინიშნებები იხილოთ, რაც თქვენს ცხოვრებაში მომავალში მნიშვნელოვან ცვლილებას გამოიწვევს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×