დახურვა
სტილი
06.12.2023

12 დეკემბერს მშვილდოსნის ნიშანში ახალი მთვარეა. აღსანიშნავია, რომ ახალი მთვარის ენერგიის გადამცემი, პლანეტა იუპიტერი, კუროს ნიშანშია და რეტროგრადულად მოძრაობს. აღნიშნული კომბინაცია კი ადამიანებს ფინანსური თვალსაზრისით, მნიშვნელოვან ცვლილებებს ჰპირდება. შესაძლოა, ძველ საქმეებს დაუბრუნდეთ და მოგება ნახოთ იმ საქმიდან, რომელზეც უკვე გჯეროდათ, რომ არაფერი გამოგივიდოდათ. ან კიდევ ხარჯები გაანაწილოთ სხვაგვარად, შემოსავლის დამატებითი წყაროები იპოვოთ...

ასტროლოგების თქმით, 12 დეკემბრის ახალი მთვარე ზოდიაქოს ამ 4 ნიშანს ფინანსურ წარმატებასა და განსაკუთრებულ იღბალს მოუტანს:

მორიელი

12 დეკემბრის ახალი მთვარე თქვენი ფინანსებისა და ფულის სექტორშია, რაც იმას ნიშნავს, რომ შესაძლოა, დაიწყოთ ახალი საქმე, რომელიც ფინანსურ სარგებელსა და აღიარებას მოგიტანთ. დიდი შანსია, რომ დამატებითი ალტერნატივები მოიძიოთ და წარმატება ნახოთ. ასევე, თვის ბოლომდე შესაძლოა, სამსახურში ხელფასის მომატებასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი ინფორმაცია შეიტყოთ.

კურო

ახალი მთვარე თქვენი ოჯახური ხარჯების სექტორშია, რომელზეც პლანეტა იუპიტერი ახდენს გავლენას. ამიტომაც, შეგიძლიათ, აიღოთ სესხი, მიმართოთ დაზღვევას, ოჯახში ფინანსები სხვაგვარად გადაანაწილოთ. ასევე, დიდი შანსია, რომ გაგიჩნდეთ სურვილი, თქვენი ფული რაიმე მნიშვნელოვანი კუთხით დააბანდოთ, საინტერესო საქმე, ბიზნესი წამოიწყოთ, რომელიც ძალიან წარმატებული იქნება და ფინანსურად დიდ სარგებელს მოგიტანთ.

ვერძი

12 დეკემბრის ახალი მთვარე თქვენი ფინანსებისა და თვითშეფასების სექტორში იქნება, რაც იმას ნიშნავს, რომ დიდი შანსია, შრომა, თავდადება, მონდომება საბოლოოდ დაგიფასდეთ, აღიარება, ფინანსური ჯილდო, ბონუსები მიიღოთ. გარდა ამისა, შესაძლოა, თქვენი შესაძლებლობები და უნარები კიდევ უფრო მეტად შეამჩნიონ, დაწინაურება და ხელფასის მომატება შემოგთავაზონ. იანვრის დასაწყისიდან კი კარიერული განვითარების თვალსაზრისით, დიდი სიახლეები გექნებათ.

თევზები

ახალი მთვარე თქვენი კარიერის სექტორში იქნება. შესაბამისად, დიდი შანსი გაქვთ, რომ უფროსთან, ხელმძღვანელთან მნიშვნელოვანი შეხვედრა გქონდეთ, ხელფასის გაზრდის თაობაზე მიიღოთ ინფორმაცია და კარიერულად დაწინაურდეთ. თქვენი შრომისმოყვარეობა დაფასდება და მიიღებთ იმ შედეგს, რომელსაც უკვე დიდი ხანია, ელით.

წყარო - beaumonde.ge

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×