დახურვა
სტილი
30.01.2023

საბავშვო ბაგა-ბაღებში საგაზაფხულო არდადეგები გათვალისწინებული არ არის - ამის შესახებ თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოში განგვიცხადეს.

როგორც ცნობილია, საბავშვო ბაღებში მხოლოდ ოფიციალურად უქმე დღეებში ისვენებენ. ოფიციალურად, სააღდგომო დღეებში დასვენებაა: დიდი პარასკევი, დიდი შაბათი, აღდგომა, მიცვალებულთა მოხსენიების დღე. წელს აღდგომა 16 აპრილსაა. შესაბამისად, ბაღებშიც 14 აპრილიდან 17 აპრილის ჩათვლით დაისვენებენ.

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი ივნისის ბოლო სამუშაო დღემდე, 30 ივნისამდე გაგრძელდება, რის შემდეგაც საზაფხულო არდადეგები დაიწყება.

რაც შეეხება რეგისტრაციას, ჯერჯერობით ახალი სასწავლო წლისთვის აღსაზრდელთა რეგისტრაციის ზუსტი თარიღი დადგენილი არ არის და სააგენტო აღნიშნულ ინფორმაციას ეტაპობრივად გაავრცელებს.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×