დახურვა
სტილი
08.03.2023

„იმედის დღის" წამყვანებმა გადაცემის დაწყებისას მაყურებელს მიმართეს და აღნიშნეს, რომ გუშინდელი ღამის შემდეგ გადაცემის წაყვანა ძალიან უჭირთ...

ნიკოლოზ წულუკიძე:

„რთულია ახლა გადაცემის დაწყება. მინდა ვთქვა, რომ ჩემთვის, ნიკა წულუკიძისთვის, არსებითად მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი შვილები იზრდებოდნენ ევროპულ ტრადიციებზე და ღირებულებებზე. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ამის ფიქრის შესაძლებლობა გეძლევა და იქმნება შესაძლებლობა იმისა, რომ ბავშვები ღირსეულ ცხოვრებას გააგრძელებენ ევროპულ საქართველოში".

მარიკა ბაკურაძე:

„ჩვენი გუნდის სახელით და თითოეული ჩვენგანის სახელით ვიტყვი, რომ სხვა ალტერნატივა არც კი დაგვიშვია, გარდა იმ მთავარი ღირებულებისა, რასაც ერთიანი ევროპული ოჯახი და გზა ჰქვია..."

ეკა ამირეჯიბი:

„ხალხი არასდროს მოიწონებს იმას, რაც ამას დააყენებს კითხვის ნიშნის ქვეშ. ძალიან მძიმე ღამე იყო გუშინ და მაყურებელი გვაპატიებს, რომ ჩვენი განწყობაც შესაბამისია. სხვანაირი რვა მარტის მილოცვა გვინდოდა, რა თქმა უნდა..."

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×