დახურვა
სტილი
09.03.2023

გარდაიცვალა ემიგრანტი დედის ერთადერთი შვილი 29 წლის გიორგი ბურჯანაძე. ამის შესახებ სოციალურ ქსელში შოთო სიხარულიძე წერს.

„გარდაიცვალა ემიგრანტი დედის ერთადერთი შვილი 29 წლის გიორგი ბურჯანაძე. 

დედა კი მოკვდა...

გლოვობს ფერსათი (ემიგრანტებო ჩემი იმერეთის მხარის ბაღდათის მუნიციპალიტეტში სოფელ ფერსათში გლოვის ზარია)

არადა ემიგრანტი დედა კაპიკ კაპიკ აგროვებდა თანხას შვილის სამომავლოდ. სახლში 29 წლის ვაჟკაცი ეგულებოდა. ეფერებოდა სიზმრებში. ოცნებობდა, მისთვის ყველაფერი კარგი ჰქონოდა... ყველაფერს ამისთვის უძლებდა სიშორეს, სიცივეს. უღირდა ემიგრანტული ტვირთის ტარება.

ახლა კი მიემგზავრება საბერძნეთიდან ათენიდან ცარიელ-ტარიელი, შვილგარდაცვლილი დედები კვდებიან,  ისე სუნთქავენ თურმე, უბრალოდ, სუნთქავენ... ასეა ჩვენი ემიგრანტი მეგობარი დედა ირინა წიქორიძე ახლაც...

მიდის მშობლიურ მიწაზე... მხოლოდ მიდის.

ღმერთო გამძლეობა მიეცი ირინას.

ღმერთო, ნურცერთ დედას ნუღარ დააშორებ შვილს. დაააბრუნე ემიგრანტები მის სახლებში… 

ოცდაცხრა წელი დასრულდა წამში… შიში ჩამდგარა მშობლების თვალში… დედის ერთია იმედი მისი გამოესალმა სიცოცხლეს რისთვის?

“შოთო სიხარულიძე ქართველი ემიგრანტები” ღრმა მწუხარებას გამოთქვამს თანაუგრძნობს და სამძიმარს უცხადებს “ემიგრანტ დედას” ირინა წიქორიძეს” ერთადერთი შვილის 29 წლის გიორგი ბურჯანაძის გარდაცვალების გამო, ღმერთმა ნათელში ამყოფოს მისი ლამაზი სული სიტყვები უძლურია დავმუნჯდი ტკივილს რომელსაც სახელი არააქვს….” - წერს შოთო სიხარულიძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×