
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 19-20 სექტემბერს დასავლეთ საქართველოში უნალექო ამინდი იქნება, ჰაერის ტემპერატურა +25, +30 გრადუსამდე მოიმატებს. აღმოსავლეთ საქართველოში 19 სექტემბერს ზოგან იწვიმებს, შესაძლებელია სეტყვა, ხოლო 20 სექტემბერს თბილი და უნალექო ამინდი იქნება. თბილისში 20 სექტემბერს თბილი და უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +23, +25 გრადუსი დაფიქსირდება.