დახურვა
სტილი
21.11.2023

ბათუმში ორსულობის მე-5 თვეზე დაბადებული ბავშვი, რომელიც 500 გრამს იწონიდა, კლინიკიდან სრულიად ჯანმრთელი გაწერეს.

ინფორმაციას კლინიკა „მედინა" ავრცელებს.

პატარა თემესტია ახლა 2 კილოზე მეტს იწონის.

„ფაქტი, რომ ორსულობის მეხუთე თვეს დაბადებული 500 გრამიანი ახალშობილი დღეს კლინიკიდან 2 კილოზე მეტი, სრულიად ჯანმრთელი ეწერება, არის არა მხოლოდ „მედინას", არამედ მთელი აჭარის სიამაყე. უღრმესი მადლობა პერინატოლოგიისა და მეან-გინეკოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელს, ბატონ ჯუმბერ უნგიაძეს და ბავშვთა მიმართულების ხელმძღვანელს, ქალბატონ ნატო გორგაძეს თავის გუნდთან ერთად, მათ მართლაც შეუძლებელი შეძლეს

განაცხადა ჯანმრთელობის ცენტრ "მედინას" დამფუძნებელმა და გენერალურმა დირექტორმა, ირის ბორჩაშვილმა.

როგორც „მედინას" ბავშვთა რეანიმაციული განყოფილების ხელმძღვანელი აცხადებს, უამრავი სირთულის მიუხედავად, მოახერხეს ბავშვის სრულიად ჯანმრთელი გაზრდილიყო.

თემესტია ჩვენი სიამაყეა. უამრავი სირთულის მიუხედავად ჩვენ შევძელით უმცირესი წონის ახალშობილის გამოზრდა, თემესტიამ გადალახა ყველა კრიზისი და ის უკვე დიდი გოგოა, დამოუკიდებლად წოვს საწოვარას და აკმაყოფილებს ასაკის შესაბამის ყველა კრიტერიმს, დადგა დრო ბედნიერი დღეები მშობლებთან ერთად გაატაროს. მოხარული ვართ, რომ გავახარეთ კიდევ ერთი წყვილი - ამბობს „მედინას" ბავშვთა რეანიმაციული განყოფილების ხელმძღვანელი, ნატო გორგაძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×