დახურვა
სტილი
19.04.2024

20-22 აპრილს საქართველოს ზოგიერთ რაიონში სითბოს ფონზე მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. 20 აპრილს დასავლეთ საქართველოში ჰაერის ტემპერატურა ისევ +30, +35 გრადუსამდე მოიმატებს, შემდეგ დღეებში კი შედარებით დაიკლებს, - ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

სინოპტიკოსების პროგნოზით, თბილისში სითბოს ფონზე შესაძლოა ხანმოკლე წვიმა ელჭექით აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +26, +28 გრადუსი დაფიქსირდება.

სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): მოსალოდნელია თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი. 20 აპრილს ჰაერის ტემპერატურა დღისით +31, +33 გრადუსამდე მოიმატებს, ხოლო შემდეგ დღეებში შედარებით დაიკლებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×