სოციალურმა ქსელებმა, გასართობმა პლატფორმებმა ბევრი ნიჭიერი ადამიანი გაგვაცნო. ერთ-ერთი მათგანი მოცეკვავე, ქორეოგრაფი ინდირა ღომიძეა. ახალგაზრდა ქალის ვიდეოები ინტერნეტში ვირუსულად ვრცელდება და რა თქმა უნდა, საზოგადოებაში დიდი მოწონებითაც სარგებლობს.
30 წლის ინდირა საკმაოდ წარმატებულია თავის საქმეში და რაც მთავარია, სამი მცირეწლოვანი შვილის დედაა. ახლახან, მან სასიამოვნო სიახლე გაგვიზიარა, მალე მეოთხე შვილის დედა გახდება.
„ჩვენი მე-4 სიხარული," - წერს ქორეოგრაფი და სიმბოლურ ფოტოს აქვეყნებს.