დახურვა
სტილი
28.10.2021

მომღერალი, „ავტორადიოს“ წამყვანი, თაკო ოქროპირიძე ოთხი შვილის დედაა. ის „პოსტივის“ დილის გადაცემის ეთერში თავის პატარებთან ერთად მივიდა და ისაუბრა იმის შესახებ, როგორ ართმევს თავს ოთხი შვილის მოვლასა და მუშაობას ერთდროულად.

თაკო ოქროპირიძე:

„ძალიან მონდომებული უნდა იყო, რომ ეს ყველაფერი დააბალანსო. ჩემი ოთხი შვილი ხუთ წელიწადში გაჩნდა. ძალიან მაგრად გვიწყობს ხელს ბაღი. ვმუშაობ ორ სამსახურში, გორის ქალთა კამერულ გუნდში ვმღერი და ასევე ვარ „ავტორადიოს“ წამყვანი. უფროსი უკვე სკოლაში, ძიძა გვეხმარება ანიტასთან. ჩვენი ერთი ჩვეულებრივი დღე იწყება დილას ადრე ადგომით, ყველა მათგანს ვაღვიძებ, რომ არ დაგვაგვიანდეს ბაღში, სკოლაში. ანიტას დაძინებულს ვტოვებთ, ჩვენ კი ვნაწილდებით სხვადასხვა ადგილას. მაქსიმალურად ვცდილობთ, თავისუფალ დროს ერთად ვისეირნოთ, გასართობ პარკში მივდივართ ხშირად. ერთად ხატვაც გვიყვარს, რაღაც-რაღაცების გაფერადება. დღის განმავლობაში ოთხი ბავშვისთვის ბევრი რამ არის გასაკეთებელი, როცა სახლში ვარ…“

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×