დახურვა
სტილი
28.10.2021

კოვიდ-19-ით დაინფიცირების დროს ძალიან ბევრი ადამიანი ექიმის დანიშნულების გარეშე იღებს ანტიბიოტიკებს, რაც შემდეგ უარყოფით შედეგებს იწვევს და ჯანმრთელობას დიდ დარტყმას აყენებს.

ყაბზობა, დიარეა, რძიანა, მძიმე შემთხვევებში თირკმლებისა და ღვიძლის მუშაობის დარღვევები – ასეთია ანტიბიოტიკებით მკურნალობის საფასური.

სანამ აქტიური ნივთიერებები დანიშნულების ადგილზე, მაგალითად, ფილტვებში მოხვდება, ანტიბიოტიკები კუჭსა და ნაწლავებს გაივლიან, სადაც ნამდვილ სასაკლაოს აწყობენ. ისინი თავს ესხმიან არა მხოლოდ მავნე, არამედ სასარგებლო ბაქტერიების მთელ კოლონას. ბევრი მათგანი იღუპება, ხოლო მათ ადგილას ანტიბიოტიკების ზემოქმედების მიმართ უფრო გამძლე ,,ბინადარნი” მოდიან. შედეგი: დისბაქტერიოზი, იმუნიტეტის დაქვეითება, ძალის გამოლევა და სხვა გვერდითი ეფექტები.

რჩევები

ანტიბიოტიკების შემდეგ, პირველ რიგში, დახმარება ესაჭიროება კუჭ-ნაწლავის ტრაქტსა და ღვიძლს. ნაწლავების იმუნიტეტს ამაღლებს და სასარგებლო მიკროფლორას კვებავს პრებიოტიკები. მათ მიეკუთვნება: ნიორი, თაფლი, ვარდკაჭაჭა, მიწავაშლა.

რაციონში ჩართეთ მჟავე კენკრა: ასკილი, ხურტკმელი, შტოში. ასკილის ნაყენი შეგიძლიათ თერმოსში მოამზადოთ და ლიმონის ნაჭერი დაუმატოთ. ნარევი მთელი დღის განმავლობაში ყავისა და ჩაის მაგივრად მიიღეთ. იმუნიტეტისთვის ყველაზე სასარგებლოა ქაცვი. დღეში შეგიძლიათ 3 ჭიქამდე ქაცვის მორსი ან გაზავებული წვენი დალიოთ.

შვრიისა და რძის ნახარშს იმუნომასტიმულირებელი მოქმედება აქვს.

1 ჭიქა შვრიას 1 ლიტრი წყალი დაასხით და მანამ ხარშეთ, სანამ წყლის მოცულობა მესამედით არ შემცირდება. შემდეგ სასმელი გააგრილეთ, სანახევროდ თხის რძე შეურიეთ და მაცივარში შეინახეთ. დღის განმავლობაში 2-3 ჭიქა უნდა დალიოთ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×