"მსოფლიოს დიდი კრიზისები ელოდება. არ მინდა ვინმე დავაპანიკო, მაგრამ წინ დიდი ეკონომიკური სიდუხჭირე, არეულობები და მსოფლიო მასშტაბის დესტაბილიზაცია გველოდება", - ამის შესახებ დომენიკ მანგო სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, თუ ხალხი არ დაიწყებს რაციონალურად აზროვნებას და არ ჩაუღრმავდება იმ ზოგად მდგომარეობას, რომელიც ახლა დედამიწაზეა, ვერცერთი სახელმწიფო ვერ შეეჭიდება ქაოსს, რომელსაც ხალხი შობს.
"მსოფლიოს დიდი კრიზისები ელოდება. არ მინდა ვინმე დავაპანიკო, მაგრამ წინ დიდი ეკონომიკური სიდუხჭირე, არეულობები და მსოფლიო მასშტაბის დესტაბილიზაცია გველოდება. საწვავზე, ელექტრო ენერგიაზე და გაზზე გაიზრდება გადასახადები, შესაბამისად გაძვირდება პროდუქტებიც. შეიცვლება სოციალური მდგომარეობა, სახელმწიფოები ვერ გაუმკლავდებიან გლობალურ კრიზისებს და ვერ უპასუხებენ იმ ხალხს, ვინც ვერ გააცნობიერებს გლობალურ მიზეზებს. ამ ვითარებაში ყველამ უნდა მოვძებნოთ საკუთარ თავში სიმშვიდის ძალა, რადგან ყოველი გაბრძოლება ამ მდგომარეობის წინააღმდეგ, კიდევ უფრო გაამწვავებს და დააჩქარებს კრიზისს.
საქართველო არ არის ერთადერთი ქვეყანა, რომელიც განიცდის ფასების ზრდას. საწვავის გაძვირება მხოლოდ დასაწყისია, სამომავლოდ კი კიდევ უფრო დიდი კრიზისები ემუქრება მსოფლიოს. ზურგი ვაქციეთ რუსეთს, რომელიც დედამიწის ნახევარია. რამდენიც არ უნდა ვისაუბროთ იმაზე, რომ დანარჩენი ქვეყნები მარტივად გაუმკლავდება ამ დანაკარგს, ეს ასე არ იქნება. ათწლეულები დასჭირდება დედამიწას, რომ დაუბრუნდეს მშვიდობას. ახლა ომი არ ხდება მხოლოდ უკრაინაში, ყველაზე დიდი და სასტიკი ომი ეკონომიკური ომია, რომელიც ხალხის ზურგზე გადაივლის და ეს ხალხი არა მხოლოდ ქართველები, არამედ ყველა იქნება დედამიწის ზურგზე. რასაც ახლა ხედავთ, აისბერგის წვერია ჰორიზონტზე.
რა თქმა უნდა რუსეთი შავ ლაქად გადაიქცევა და მოხდება რუსეთის იზოლირება დანარჩენი ცივილიზებული ქვეყნებისგან, მაგრამ გადაწყობის პროცესში აუცილებლად შეიქმნება კრიზისები. მაღალი თვითშეგნება ახლა უმნიშვნელოვანესია საზოგადოებაში, რადგან თუ ცხოველური ინსტინქტები სძლევს კაცობრიობას, არაფერი კარგად არ იქნება. ჩვენ უნდა ვებრძოლოთ რუსეთს ჰიბრიდულ ომში და პასუხი ამ ომში რაციონალურობაა.
იპოვეთ საკუთარ თავში სიმშვიდე და მშვიდად გაუმკლავდით კრიზისებს, რადგან ყოველი გაბრძოლება ამ მდგომარეობასთან, კიდევ უფრო დაამძიმებს და გაამწვავებს ამ პროცესს. თუ ხალხი არ დაიწყებს რაციონალურად აზროვნებას და არ ჩაუღრმავდება იმ ზოგად მდგომარეობას, რომელიც ახლა დედამიწაზეა, ვერცერთი სახელმწიფო ვერ შეეჭიდება ქაოსს, რომელსაც ხალხი შობს. იაზროვნეთ."-წერს სოციალურ ქსელში კუკური ბარამიძე(დომენიკ მანგო)