დახურვა
სტილი
29.03.2022

ტელეწამყვანი გიორგი გაბუნია და ნინი ფუტკარაძე გადაცემა „ჩვენს ოჯახს“ ესტუმრნენ და ოჯახის შექმნასა და ოჯახურ ცხოვრებაზე ისაუბრეს.

გიორგიმ გაიხსენა, როდის და როგორ გაუჩნდა პირველად გრძნობები ამჟამად უკვე ცოლის მიმართ.

“ჩვენ ოჯახებით ვართ დაკავშირებულები, ჩვენი მშობლები იყვნენ კლასელები, მაგრამ ბავშვობის შემდეგ შეხება დიდად არ გვქონია, უნივერსიტეტიდან იწყება ყველაფერი. ერთხელ, უნივერსიტეტიდან რომ გამოვედი, გადავაწყდი ნინის, ავტობუსის გაჩერებასთან იდგა. ეს იყო 3 წლის წინ. მახსოვს ნინი პატარა, მაგრამ მანამდე არანაირი გრძნობა არ გვქონია. ერთმანეთს ისე

დაც ვიცნობდით, გვქონდა მიმოსვლა და ასე თუ ისე მშობლებისგანაც მსმენია მასზე. ამიტომ რაღაც ნიღბები არ გვქონია ურთიერთობაში. როცა დავიწყეთ ურთიერთობა, ნელ-ნელა ჩემი ბნელი მხარეები გამოვაჩინე, ნინიმაც, მაგრამ უმეტესად დროის ამბავი იყო. სულ ტელევიზიაში ვარ და ცოტა ვბრაზდებოდი რომ არ ესმოდა, როცა ვმუშაობდი. ახლა სახლში ერთად ვცხოვრობთ და მინდა-არ მინდა, სახლში მაინც ვბრუნდები. ამიტომ ასეთი პრობლემები აღარ გვაქვს. „როცა ჯვარს იწერ, ცოტა რთულია, თუმცა ჩვენ არ გვქონია ძალიან აშკარა შეგრძნება, რომ რაიმე შეიცვალა. მეგონა, რომ უფრო რთული იქნებოდა. რამდენიმე დღის წინ ბლოკნოტი ავიღე და დავიწყე ანგარიშის ჩამოწერა. ეს ყველაფერი ჯერ კიდევ ახალია ჩემთვის.“ - იხსენებს გიორგი.

გაბუნიამ ასევე გაიხსენა ერთ-ერთი პირველი მოგონება, რომელიც დაეხმარა გაეანალიზებინა, რომ სერიოზულ ურთიერთობაში იმყოფებოდა:

„ერთხელ მივდივარ სახლში. ბარგი ჯერ არ გვაქვს და შევედი სახლში. აცვია ჩემი ტანსაცმელი. მეორე დღეს რომ მივედი, სხვა ტანსაცმელი ეცვა. წავედი, ჩამოვიტანე ქუთაისიდან ნინის ტანსაცმელი, დავალაგეთ და მესამე დღეს ისევ ჩემი ტანსაცმელი აცვია. ვკითხე, ტანსაცმელი არ გაქვს-მეთქი? მითხრა, შენი სპორტულები ძალიან მომწონსო და იმის მერე დადის სულ ჩემი სპორტულებით.“ - თქვა გაბუნიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×