დახურვა
სტილი
29.03.2022

ბიზნესმენი ლევან ჯიბღაშვილი წლების წინ პოპულარული ტელესახე იყო და მას სხვადასხვა გადაცემაშიც ხშირად იწვევდნენ, თუმცა ბოლო დროს ის არც საზოგადოების წინაშე ჩნდება და არც სოციალურ ქსელში აქტიურობს. ლევან ჯიბღაშვილი კამერების წინ საკუთარ პირად ცხოვრებაზე ყოველთვის საჯაროდ საუბრობდა. განხილვის საგანი გახდა მისი და ნინიკო ნაცარიშვილის ურთიერთობაც, რომელთან დაშორების შემდეგაც, მალევე, ლევანმა სალომე სულხანიშვილზე იქორწინა. სალომე სულხანიშვილი ცნობილი ბიზნესმენის, ფეფე სულხანიშვილის შვილია. საზოგადოებას ის ლევანმა საკუთარ დაბადების დღეზე გააცნო, რასაც შემდეგ გრანდიოზული ქორწილი მოჰყვა.

თავად სალომე და ლევანი სოციალურ ქსელში ერთად თითქმის არასდროს ჩნდებიან და არც ერთად გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებენ. ამის გამო ერთი წლის წინ გავრცელდა ჭორი, რომ ისინი დაშორდნენ, თუმცა წყვილი კვლავ ერთად ცხოვრობს და თავს ბედნიერად გრძნობს.

ცოტა ხნის წინ ბიზნესმენმა შვილებთან ერთად გადაღებული ფოტო "ინსტაგრამზე" გამოაქვეყნა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×