დახურვა
სტილი
15.09.2023

მოდელი ნანუკა გოგიჩაიშვილი, რომელიც რამდენიმე წელია ოჯახთან ერთად ამერიკაში ცხოვრობს, სოციალურ ქსელში აქტიურია და გამომწერების კითხვებს ხშირად პასუხობს.

ამჯერად მან საქართველოში დაბრუნებასთან დაკავშირებულ კითხვას უპასუხა.

საქართველოში ცხოვრებას აღარ აპირებთ? - ინტერესდება ნანუკას ერთ-ერთი გამომწერი.

ნანუკა მას ემოციურად პასუხობს:

„სადაც არ უნდა ვიყო, ჩემი ქვეყანა ჩემთანაა. ისე რა უპირობო სიყვარული იცის შენმა კუთხემ. რაც უფრო შორს ხარ, კიდევ უფრო ჩაფლული ხარ მასზე ფიქრით და დარდით.

ჩემი ოდენტობა ჩემს ქვეყანასთანაა პირდაპირ კავშირში, მიყვარს და სულ მახსოვს ეს პატარა კუთხე უამრავი ნიწიერი ადამიანით". - წერს ნანუკა გოგიჩაიშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×