დახურვა
სტილი
16.08.2021

ვერძი ♈

სასიკეთო ცვლილებებია მოსალოდნელი პროფესიულ საქმიანობაში. ნუ გარისკავთ, დაიცავით კანონი და სიფრთხილე მნიშვნელოვანი საკითხების გადაწყვეტისას. კარგი დროა, ახალი საქმის დასაწყებად, თავგადასავლებისთვის.

კურო ♉

მშვიდად იმოქმედეთ, ნურავის გაუმხელთ საკუთარ იდეებს. კარგი დროა ბიზნეს საქმიანობისათვის. სასიყვარულო ურთიერთობა დამოკიდებული იქნება თქვენს განწყობაზე. მოგზაურობისას ეცადეთ არ გარისკოთ.

ტყუპები ♊

საერთო ინტერესების მქონე ადამიანებთან ურთიერთობა, დადებითად იმოქმედებს თქვენზე. რაც არ უნდა დაკავებული იყოთ საკუთარი საქმეებით, გამონახეთ დრო ოჯახის წევრებისათვის. ახალი სასიყვარულო გრძნობა ღრმა იქნება, ურთიერთობა კი, სწრაფად განვითარდება.

კირჩხიბი ♋

აქტიური იქნებით. იდეების განსახორციელებლად, მოგიწევთ ხშირად იურთიერთოთ ბევრ ხალხთან. გაიზრდება თავგადასავლებისა და მხიარულების რაოდენობა. კარგია ახალი სასიყვარულო კავშირის დამყარება, მოგზაურობა და კავშირების დამყარება.

ლომი ♌

მოზღვავებული ენერგიის წყალობით, ჩანაფიქრების რეალიზებას მოახერხებთ. კარგია მოგზაურობა, ახალი საქმის დაწყება, კაპიტალდაბანდება. ნებისმიერ ადამიანს ადვილად მოაწონებთ თავს, თუმცა ამას როგორ გამოიყენებთ, თქვენი გადასაწყვეტია. ყურადღება გმართებთ საკუთარი ჯანმრთელობის მიმართ.

ქალწული ♍

დასახეთ რეალური გეგმები და ეცადეთ, დროულად იმოქმედოთ. მოიმატებს როგორც საქმიანი, ისე პირადი ურთიერთობების რიცხვი. დახმარების ხელს გამოგიწვდიან უფროსი ასაკის, ავტორიტეტული და მაღალ სოციალურ საფეხურზე მყოფი ადამიანები. ოჯახში სტაბილური გარემო, შინაგან სიმშვიდეს გააძლიერებს. დადებითად ჩაივლის მოგზაურობა.

სასწორი ♎

თავს ენერგიულად იგრძნობთ და არა ერთი საქმის შესრულებას შევძლებთ. გადაადგილებები, მოგზაურობები, შეხვედრები და მოლაპარაკებები კმაყოფილებასა და თავდაჯერებულობას შეგმატებთ. გაიზრდება რომანტიკული განცდების მოთხოვნილება.

მორიელი ♏

საქმეში წინსვლა და შემოსავლის ზრდაა მოსალოდნელი. გაიზრდება ვალდებულებების რაოდენობა. კარგია შეხვედრების მოწყობა, მოლაპარაკებები. ფარულ საკითხებში გარკვევაში, პარტნიორები დაგეხმარებიან. დადებითად ჩაივლის მოგზაურობა.

მშვილდოსანი ♐

შემოსავალი, დამოკიდებული თქვენს შრომისუნარიანობაზე. მოგინდებათ ახალი სასიყვარულო შეგრძნებების მიღება, რის გამოც დაუფიქრებლად შეიძლება გადადგათ რადიკალური ნაბიჯები. ახალი ნაცნობობა, შეიძლება საინტერესო ურთიერთობაში გადაიზარდოს და დიდ ხანს გაგრძელდეს.

თხის რქა ♑

აქტიური შეხვედრებისა და კავშირების დამყარების პერიოდია, თუმცა მიზნის მისაღწევად გარკვეული ძალისხმევა დაგჭირდებათ. სასიყვარულო სფეროში, გაუგებრობები ადვილად მოგვარდება. დრო დაუთმეთ საკუთარ ჯანმრთელობასა და გარეგნობას.

მერწყული ♒

შეძლებთ წინააღმდეგობა გაუწიოთ კონკურენტებს. საოჯახო და სასიყვარულო სფეროში, ცვლილებები სასიკეთო გადაწყვეტას პოვებს. შესაძლოა, დაფიქრდეთ სასიყვარულო ურთიერთობის გაოფიციალურებაზე. კარგი დროა მოგზაურობისათვის.

თევზები ♓

დროის მცირე მონაკვეთში, ბევრი საქმის შესრულებას მოასწრებთ. სწრაფად და წარმატებით დაასრულებთ ყველა ადრე დაწყებულ პროექტს. ცხოვრებისეული გეგმების შეცვლით კი, გაგიადვილდებათ ახალი მიზნების დასახვა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×