დახურვა
სტილი
16.08.2021

ტელეწამყვანმა გვანცა დარასელიამ რამდენიმე დღის წინ  სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა და თქვა, რომ საზოგადოების მტერია ის, ვინც ხელოვნურად უქმნის ბარიერებს ვაქცინაციის პროცესს.

„ვინც ფიქრობთ, რომ ვაქცინით შეჰყავთ ჩიპი, უშვილობას იწვევს, რომ ვიღაცას უნდა ვაქცინით გაგვწყვიტოს და კოვიდი არ არსებობს!! ვინც დარეგისტრირდით და შეგნებულად არ მიხვედით!! სხვას გამოაცალეთ შანსი, უსაფრთხოდ ეგრძნო თავი!!! თქვენ საფრთხეს წარმოადგენთ საზოგადოებისთვის!!!! ძალიან ბევრი ადამიანი გვიკვდება!!! როგორც ვიცი, გარდაცვლილი პაციენტებიდან არც ერთი იყო აცრილი!!! დაფიქრდით და ნუ მავნებლობთ”, – წერდა გვანცა.

სწორედ ამ პოსტმა გამოიწვია საზოგადოების ნაწილის გაღიზიანება, რის გამოც ტელეწამყვანს განმარტების გაკეთება მოუწია.

პატარა პასუხისმგებლობას ვგრძნობ ჩემს თავზე, რომ გავავრცელო ის, რაც მართებულად მიმაჩნია და ადამიანები მთხოვენ ამის გამო პასუხს! ცოტას ილანძღებიან, ცოტას იწყევლებიან და რას გამოვიდე თავი ნეტავ? პასუხისმგებელო პირებო, იქნებ მოიცალოთ? რით ვერ დამთავრდა ამ ქვეყანაში „არჩევნებიდან არჩევნებამდე“ დღის წესრიგი? ხალხი იხოცება და ჰგონიათ, რომ აცრის გაკეთებაში ფული მაქვს აღებული“, – წერს გვანცა დარასელია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×