დახურვა
სტილი
17.08.2021

მსახიობი ბაჩო ქაჯაია სერიალში ,,შუა ქალაქში” 50 კილოთი მეტს იწონიდა, ვიდრე ახლაა. თუ როგორ დაიკლო წონაში ამაზე თავად ისაუბრა: 

"ბევრს არ მოვწონვარ და მიზეზად ამბობენ, ძალიან გახდაო. მე, პირადად, ჩემი თავი ახლაც მომწონს და მაშინაც მომწონდა, როცა ზედმეტი წონა მქონდა. პრინციპში, როცა აღარ მომეწონა, მერე კი გავხდი ასეთი. საკუთარ თავს ყველა ეტაპზე ვიღებ ისეთს, როგორიც ვიყავი და განსაკუთრებული ბრძოლები არ მქონია. მაქსიმუმი, ჩემი წონის პიკიდან დღევანდელობამდე, 50 კილო დავიკელი.

სწორი კვება და ვარჯიში. თავიდან ჩემი მიზანი არ ყოფილა, რომ მაინცდამაინც 50 კილო დამეკლო. ცურვაზე დავიწყე სიარული. შემდეგ შემომთავაზეს, იქნებ ფიტნესიც მოსინჯოო. ასე, პარალელურად დავიწყე ვარჯიში. მანამდე ვინმეს რომ ეთქვა ჩემთვის, დღეში 5 კილომეტრს ირბენო, არ დავიჯერებდი, მაგრამ ყველაფერს თავისი აზარტი ჰქონია. დიეტოლოგი არ მყოლია, უბრალოდ შევზღუდე არაჯანსაღი საკვები და გადავედი ოთხჯერად კვებაზე ოთხსაათიანი ინტერვალებით.

იმის გამო, რომ ამდენი კილო 2 წლის განმავლობაში დავიკელი, რადიკალური ცვლილებები ვერ აღვიქვი. ჩემს გარდერობში მხოლოდ ტანსაცმლის ზომები შეიცვალა, სტილი და გემოვნება იგივე დარჩა.  მსმენია ასეთი ჭორები,  რომ თითქოს კუჭი დავიპატარავე, მაგრამ არანაირი ოპერაცია არ გამიკეთებია."

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×