დახურვა
სტილი
18.08.2021

მოდელ თიკო ჩხეიძისა და ფეხბურთელ ნუკრი რევიშვილის ოჯახში სამი წლის წინ ტრაგედია დატრიალდა. მათ 9 წლის გოგონას დენმა დაარტყა, რის შედეგადაც ის გარდაიცვალა. მას შემდეგ თიკო ჩხეიძისთვის ტკივილთან გამკლავების ერთადერთი გამოსავალი წიგნის დაწერა აღმოჩნდა: „ჩემი წიგნი არ არის სიკვდილზე, ტატას ეს არ მოუხდებოდა... ჩემი წიგნი არის იმაზე, როგორ უნდა გააგრძელო ცხოვრება დიდი ტრაგედიის შემდეგ“ - ამბობდა მოდელი.

თიკო ჩხეიძე შვილის, ტატას ფოტოებს სოციალურ ქსელში ხშირად აქვეყნებს და მასთან ერთად გატარებულ დროს იხსენებს: „15/08/18, დრო-17:15 სთ. 

ხშირად ვფიქრობ ამ დროზე და ტელევიზიის წინ მდგარ შემოსავლების სამინისტროს უამრავ კამერაზე - იქნებ მე და ტატას უკანასკნელი ურთიერთობის კადრებს ჯერ კიდევ ინახავს. არადა, რა ანცად ვიქცეოდით, ინგა ორივეს გვაძლევდა შენიშვნას. ჩვენ მაინც ხმამაღლა ვიცინოდით. ისე ვსაუბრობდით, ყველას ესმოდა ჩვენი სიტყვები. ვერ ვწყნარდებოდით, თითქოს იმდენად გვიხაროდა ერთად ყოფნა, ემოციების კონტროლი გვიჭირდა” - წერს თიკო ჩხეიძე „ინსტაგრამზე“.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×