დახურვა
სტილი
19.08.2021

ფოტომოდელი თამო ვაშალომიძე სოციალურ ქსელში განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს. ის ხშირად აქვეყნებს როგორც პირად, ისე ოჯახურ ფოტოებსაც. თამო ვაშალომიძე მეუღლესთან, აკა სამხარაძესთან და შვილებთან, სოფიასთან და მაქსიმესთან ერთად ცხოვრობს. მისმა გამომწერებმა კარგად იციან, რომ მეორე შვილის გაჩენის შემდეგ მას ხშირად უწევს ადრე გაღვიძება და ზოგჯერ ღამის გათენებაც კი.

„ინსტაგრამსთორიში“ თამო სწორედ ამ თემაზე საუბრობს და გამოცდილ დედებს რჩევას სთხოვს:

„დედებო, თქვენი აზრი მაინტერესებს, ვინც გამოცდილი დედები ხართ, ვინც ღამეების გათენება თქვენი ცხოვრების რეჟიმად აქციეთ, როგორ ხართ? მე სამი თვეა, დამეწყო თავის ტკივილები, ყოველდღე ვსვამ წამალს. დღეს მეგონა, რომ არ ამტკივდებოდა, მაგრამ ახლა ამტკივდა. დავისვენე კიდეც, მაგრამ არ შეწყვეტილა თავის ტკივილი, ამიტომ გადავწყვიტე, რომ გავიკეთო მაგნიტო-რეზონანსული ტომოგრაფია. შაბათს ვიკეთებ, ორ დღეში იქნება პასუხი და ვიმედოვნებ, მეტყვიან, რომ სერიოზული არაფერი მჭირს და თავის ტკივილი გადაღლილობის ბრალია“ - ამბობს თამო ვაშალომიძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×