დახურვა
სტილი
19.08.2021

აშშ-ში მოღვაწე ქართველი ექიმი, ზურაბ გურული სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და საზოგადოებას აცრისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდებს.

მისი თქმით, ვაქცინაცია ერთადერთი გზაა გადარჩენისთვის.

„კოვიდპანდემიის განმავლობაში მთელ მსოფლიოში არაერთხელ გამოვლინდა ერთი აქსიომა: კლინიცისტებმა ბევრად უფრო უკეთ და ადრე შეძლეს მოვლენების წინასწარმეტყველება, ვიდრე ეპიდემიოლოგებმა. აქვს ამას თავისი ობიექტური მიზეზი და ეს მიზეზი არის ვირუსის ქცევის ლოგიკის განსხვავებული ასპექტები. კლინიცისტი მსჯელობას იწყებს ემპირიული მონაცემების საფუძველზე. როცა ფაქტობრივი მასალა საკმარისად დაგროვდება, მერეღა ახერხებენ ეპიდემიოლოგები სტატისტიკის ლოგიკურად განხილვა-დალაგებას. ცხადია გონიერ, გამოცდილ კლინიცისტებზეა საუბარი. მათზე, ვინც პაციენტებს უშუალოდ მკურნალობს და აკვირდება.

ნიუ იორკმა შარშან ყველაზე სასიკვდილო დარტყმა მიიღო კოვიდისგან. ვაქცინაცია ყველაზე ინტენსიურად ამიტომაც წარიმართა ამ უზარმაზარ მეტროპოლიაში. დელტა ვირუსი ივლისიდან მოყოლებული აქაც დომინანტური გახდა. ფაიზერისა და მოდერნას ეფექტურობა ახალი შტამის მიმართ 90%-დან 80%-მდე ჩამოვარდა, მაგრამ!!!! მაგრამ დაფიქსირდა ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტი. ჰოსპიტალიზაციების წინააღმდეგ ამ ვაქცინების ეფექტურობა როგორც ადრე იყო 92-95%, ისევ ისეთივე დარჩა. კლინიცისტებს არ შეუმჩნევიათ მძიმე შემთხვევების მატება თავიანთ საავადმყოფოებში. ეს ყველაზე სანდო მაჩვენებელია. ნიუ იორკში 70 % მდეა აცრილთა რაოდენობა. 35% იან მისისიპიში კი საველე ჰოსპიტლებს შლიან უკვე.

აიცერით!!!

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×