დახურვა
სტილი
11.06.2024

გია დავითიანი პასუხობს ჟურნალ „თბილისელების" კითხვას, ბევრი წლის შემდეგ როგორ ისურვებდა სიცოცხლის დასრულებას:

„ღმერთს ვთხოვ, 90 წლამდე მაცოცხლოს და სიცოცხლე დავასრულო ბროწეულაში, ჩემი ბუხრის წინ სავარძელში, მუხლებზე პლედგადაფარებულმა, ფეხებზე - თბილი ჩუსტებით. ანთებულ ბუხარს რომ უყურებ და ბედნიერი ხარ, რადგან შვილები, შვილიშვილები და მეუღლე კარგად გყავს...

კითხვაზე თუ რა არის ის, რითაც ყველაზე მეტად ამაყობს ასე პასუხობს:

ჩემი ბროწეულა. იქ, სადაც წლების წინ ქვა-ღორღი იყო, დღეს ბაღნარი მაქვს გაშენებული. შეიძლება ითქვას, რომ ჩემი პატარა სამოთხე გავაშენე ამ დედამიწაზე, ამიტომ წასვლის არ მეშინია, მე უკვე სამოთხეში ვარ (იცინის). მადლობა უფალს ამ ყველაფრისთვის!.."

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×