დახურვა
სტილი
17.01.2024

ადამიანების ფიზიკური მონაცემების შესახებ ხშირად კამათობენ და საუბრობენ იმაზეც, თუ რა ითვლება უფრო ლამაზად და მიმზიდველად. მიუხედავად იმისა, რომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ადამიანების შინაგანი ბუნება და თვისებებია, ალბათ, ფიზიკური ნიშნებიც დიდ ყურადღებას იქცევს. სილამაზე და მიმზიდველობა ინდივიდუალური აღქმის საგანია და ყველას განსხვავებული პარამეტრები მოსწონს. ამავდროულად, საზოგადოებაში სილამაზის ჩამოყალიბებული სტანდარტები არსებობს და ბევრი ქალი ცდილობს, აღნიშნული სტანდარტები დააკმაყოფილოს.

თუმცა, ერთ-ერთმა ბოლო კვლევამ საინტერესო შედეგები აჩვენა და საზოგადოებაში დამკვიდრებულ სტერეოტიპებს მთლიანად დაუპირისპირდა. კვლევამ ქალების სიმაღლესა და მამაკაცების მხრიდან მათი მიმზიდველად აღქმნას შორის კავშირი დაადგინა.

ერთ-ერთმა პოპულარულმა ონლაინ გაცნობის აპლიკაციამ 20 ათასი მამაკაცი გამოკითხა. კვლევის ავტორებმა მამაკაცებს ჰკითხეს, რა სიმაღლის ქალებს თვლიან ყველაზე მიმზიდველად და სექსუალურად. გამოკითხვის მიხედვით დადგინდა, რომ მამაკაცები 160-165 სანტიმეტრი სიმაღლის მქონე ქალებს ყველაზე მიმზიდველად თვლიან... თუმცა, იდეალურ სიმაღლედ მაინც 160 სანტიმეტრი დაასახელეს.

ბევრმა მამაკაცმა განმარტა, რომ მაღალ ქალებს საკუთარი თავის შესახებ დიდი წარმოდგენა აქვთ და მათთან კომუნიკაცია სასიამოვნო არ არის. ასევე, პაემანზე "ორი თავით მაღალი" ქალების ხილვა აკომპლექსებთ. ხოლო, ისინი, ვისი სიმაღლეც 160 სანტიმეტრზე დაბალია, მუდმივად ცდილობენ რაღაც დაამტკიცონ, საკუთარი უპირატესობები წინა პლანზე გადმოიტანონ და თავს, როგორც გამოკითხულები ამბობენ, თავდაჯერებულად არ თვლიან.

თუმცა, ონლაინ გაცნობის ექსპერტი ები გოლდინგი ამბობს, რომ სინამდვილეში ყველაზე ხშირად მამაკაცები ყურადღებას აქცევენ არა სიმაღლეს, წონას და "წელის ზომას", არამედ ხასიათსა და ინტერესებს.

"მომხმარებელთა 88 პროცენტი უპირატესობას ანიჭებს ქალს არა სიმაღლისა და ფიზიკური მონაცემების, არამედ ხასიათისა და საერთო ინტერესების მიხედვით." - ამბობს ექსპერტი.

რაც შეეხება თავად მამაკაცებს, კვლევის შედეგად უცნაური მონაცემი გამოიკვეთა. იმისდა მიუხედავად, რომ მრავალი ათწლეულის განმავლობაში ითვლებოდა, რომ ახალგაზრდა მამაკაცები, რომელთა სიმაღლე 190 სმ-ის ფარგლებშია, ბევრად უფრო მიმზიდველად გამოიყურებიან ქალებისთვის, დღევანდელი სტატისტიკა სხვა მონაცემებს აჩვენებს.

გამოკითხული გოგონები ამტკიცებენ, რომ ახალგაზრდა მამაკაცების იდეალური სიმაღლე მათთვის დაახლოებით 173 სანტიმეტრია, ხოლო ქალებისთვის - 166 სმ.

ამ კვლევამ არაერთ ქალსა და მამაკაცს შვება მოჰგვარა. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ სიმაღლეც, წონაც, ფიზიკური მონაცემებიც ყველა ადამიანისთვის ინდივიდუალურია და არ არსებობს სტანდარტი, რომელიც აბსოლუტურად ყველას მოეწონება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×