დახურვა
სტილი
22.01.2024

ხვიჩა მაღლაკელიძე ერთ უცნაურ შემთხვევას იხსენებს, რომელიც რამდენიმე წლის წინ შეემთხვა. ზამთარში ღია ცის ქვეშ კონცერტის გამრთვისას, მას ცოლის "კალგოტკის” ჩაცმა მოუხდა.

10 წლის წინ, თბილისში, ღია ცის ქვეშ, "ქუჩის მუსიკოსებს" სამთავრობო კონცერტი გვქონდა (მას მერე მთავრობას არ გავხსენებივართ). ძალიან ციოდა. ცოლს ვთხოვე - უამრავი "კალგოტკა” და "რეიტუზი" გაქვს. 1 მათხოვე, ვინ გაიგებს, ტანსაცმლის შიგნით რა მაცვია-მეთქი? - კარგიო, - მითხრა და 20-"დენიანი", "ლიკრა" კოლჰოტი მომცა. ჩაივიცვი, სარკეში ჩემს თავს შევხედე და მომეწონა - სხეული კარგად გამოიკვეთა. მსუქანი კი ვარ, მაგრამ ძალიან ლამაზი ტანი მაქვს - უბრალოდ, ჩემი საოცარი სხეული ქონებშია დამალული (იცინის). "კალგოტკის" ზემოდან შარვალი ამოვიცვი, სმოკინგი ჩავიცვი და კონცერტზე წავედი... სცენაზე ვიდექით, ვმუშაობდით, როცა "ქუჩის მუსიკოსების" ერთ-ერთმა წევრმა - მერაბ სამყურაშვილმა ჩუმად მკითხა: - ბიჭო, "კალგოტკა" ხომ არ გაცვიაო? უცებ შევშინდი - შენ რა იცი-მეთქი?! - რა და, ტანსაცმელს ყოველ წუთს ხელით ისწორებ, როგორც გოგონებს სჩვევიათო. თურმე, ისეთ მოძრაობებს ვაკეთებდი, როგორსაც - გოგონები, როცა "კალგოტკა" ჩამოუცურდებათ და ხელით ამოსწევენ ხოლმე (იცინის). მერაბი ცოლიანი კაცი გახლავთ. იცის, რა არის კოლჰოტი, როგორც ასეთი...

ვუთხარი, - მაცვია, აბა, გავიყინებოდი-მეთქი! ისეთი ყინვა იყო, რომ დაჯდებოდი, ფეხებს ვერ გამართავდი და რომ ადგებოდი, მერე ვეღარ მოკეცავდი. საშინელება იყო..“ - განაცხადა "კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში მუსიკოსმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×