დახურვა
სტილი
04.04.2024

ქვემო ახალშენის სკოლის დირექტორმა, რომელმაც ქმრის მიერ მოკლულ ქალს "თავშიავარდნილი" უწოდა, თანამდებობა დატოვა - ინფორმაციას აჭარის განათლების სამინისტრო ავრცელებს.

უწყებაში ამბობენ, რომ ფაქტის გასაჯაროების შემდეგ რესურს ცენტრმა მოკვლევა დაიწყო, რა დროსაც თავად ფერიდე შაინიძემ განცხადება დაწერა და თანამდებობა დატოვა.

სოციალურ ქსელში ქვემო ახალშენის საჯარო სკოლის დირექტორის, ფერიდე შაინიძის სახელით დაწერილმა კომენტარმა საზოგადოების აღშფოთება გამოიწვია. კომენტარი შუახევში, ქმრის მიერ მოკლულ ქალს ეხებოდა. "თავში ავარდნილ ქალებს ემართებათ ასე... სიკვდილამდე მიდის მათი საქმე" - წერდა ფერიდე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×