ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი მიმდინარე წლის რთულ პერიოდებზე საუბრობს.
„წელიწადი საინტერესო იქნება, რადგან იქნება ბევრ ცვლილებებთან დაკავშირებული როგორც პოლიტიკური, ისე ეკონომიკური კუთხით.
იუპიტერი - გამარჯვების მმართველი პლანეტა შევა კუროს ზოდიაქოს ნიშანში და იქ დახვდება ურანი - ცვლილებების მმართველი პლანეტა. ეს ყველაფერი კი საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან და კარგ ცვლილებებს გამოიწვევს", - ამბობს ასტროლოგი.
როგორც ასტროლოგი აღნიშნავს, იქნება ომი და ვირუსებიც, მაგრამ შედარებით მსუბუქ ფორმაში.
„ყველაზე რთული და საგამოცდო პერიოდები იქნება - 20 აპრილიდან 5 მაისის
ჩათვლით, ესაა მზისა და მთვარის დაბნელებების დღეები, 2-კვირიანი დერეფანი უნდა გავიაროთ. ეს არის პირველი სერიოზული გამოცდა, ამ დროს ბევრს უბნელდება ტვინში. ასევე, 20 მაისიდან ერთ-ერთი ყველაზე რთული პერიოდი გვეწყება,
დედამიწა უარყოფით ენერგოველში შედის ", - ამბობს ცაგარელი.